საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი გუნდი შეამცირებს გადასახადებს, დაითხოვს სახელმწიფო მოხელეების ნახევარს და გაყიდის სახელმწიფო საწარმოებს, - წერს უკრაინული გამოცემა "გორდონი"."ჩვენი მთავრობის პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შევამციროთ გადასახადები 60%-ით, უნდა შევამციროთ სახელმწიფო აპარატი 50%-ით, მე ვიცი თუ როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გავაუქმოთ რეგულაციების 80%, უკვე მაქვს რეგულაციების სია, რომელიც უნდა გავაუქმოთ, უნდა შევცვალოთ პოლიტიკური კლასი და უნდა გავყიდოთ სახელმწიფო საწარმოები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.