კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტრუქტურული ოპტიმიზაცია აუცილებლად განხორციელდება. მიხეილ გიორგაძის განმარტებით, შემცირდება რამდენიმე ხელმძღვანელი რგოლის შტატი, ასევე იგეგმება მივლინებებისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა.