საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, საუბარი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციების გაუქმებაზე, ასევე დამატებაზე. მინისტრის ინფორმაციით, სსიპ-ების გაუქმება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის, თუმცა სსიპ-ებში ფუნქციების გაუქმება შესაძლებელია.