თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ 487 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ია მაქაცარიას განცხადებით, ეს არის ჯამური ბიუჯეტი, რომელშიც შედის კულტურის სამსახური, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური, კეთილმოწყობის სამსახური, ადმინისტრაცია და პიარი. მისივე თქმით, გალა-კონცერტი, რომელიც 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, 227 000 ლარი დაჯდება.