საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "მუდსის" შეფასებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2015 წლის იანვრამდე დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში ნებაყოფლობითი კონვერტაციის სუბსიდირების შესახებ , ქართული ბანკებისთვის დადებითია, რადგან საკრედიტო დანაკარგებს ამცირებს.
სააგენტოს განცხადებით, პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მხრიდან ხარჯების გაწევას, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს 20 თეთრის სხვაობას.
სააგენტოს ინფორმაციით, გეგმის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი მოითხოვს 2017 წლის იანვრიდან 100 ათას ლარზე ქვემოთ და 2018 წლის იანვრიდან 200 ათასი ლარის ქვემოთ ყველა ახალი სესხების გაცემას ადგილობრივ ვალუტაში. ეს ხელს შეუწყობს ვალუტის კურსის რყევით გამოწვეული საკრედიტო რისკების შეკავებას და მხარს დაუჭერს ეკონომიკის გრძელვადიან დედოლარიზაციას.