კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს. პატარა მომხმარებლებს "ვიდეოთამაშებრივი ეპილეფსიის სინდრომი" ან "კიბერდამოკიდებულების სინდრომი" ემუქრებათ. ბავშვი უფრო და უფრო აგზნებადი და ჭირვეული ხდება, უგულისყუროდ ეკიდება სწავლას, კომპიუტერის გარდა აღარაფერი აინტერესებს, კარგავს ურთიერთობისა და სოციალური ორიენტაციის ჩვევებს.