აუდიტის სამსახურში დღეის მდგომარეობით პარტიებისთვის შეწირულ თანხებთან დაკავშირებით 40 პირია დაბარებული გამოკითხვაზე, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ლომჯარიას ინფორმაციით, 40 პირი სხვადასხვა პარტიის შემომწირველია. აუდიტის სამსახურის ინტერესია მათ მიერ განხორციელებული შეწირული თანხების კანონიერების დადგენა.
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა