ჭიათურის მაღაროში მემანქანის პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უბედური შემთხვევა 3 დეკემბეერს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში არსებულ პატარიძის სახელობის მაღაროში მოხდა. პაატა ღავთაძე მაღაროში მემანქანედ 3 წელი მუშობდა. „პირველადი ინფორმაციით, მემანქანე მანევრს აკეთებდა. ელმავლიდან თავი გაყო, რის შედეგადაც პარალელური ლიანდაგების ხაზზე მოძრავი ვაგონზე თავის მირტყმის შედეგად ტრავმა მიიღო. როგორც კი პოლიცია ადგილზე მუშაობას დაასრულებს, სპეციალური კომისია შედგება. შპს "ჯორჯიან მანგანუმს" წერილი უკვე მივწერეთ, რომ კომისია შეიქმნას და მასში პროფკავშირის ინსპექტორი იყოს ჩართული", - განაცხადა დოლაბერიძემ.