"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პატრიარქმა, მე ის აღვიქვი როგორც ღმერთის კაცი" - ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა. ფრანცისკემ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო, რომელიც რომში იმყოფებოდა.
რომის პაპმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათმა ვიზიტმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბევრი მოგონებები გაახსენა. "არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს, ვინაიდან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.