ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ლიბერალიზაცია მსოფლიოში აქტიური ტენდენციაა და ეს პროცესები საქართველოს გარეშე ვერ ჩაივლის - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლაშა კილაძემ ყურადღება საქართველოში, სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ნარკოპოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არაა, თუმცა უნდა მოხდეს არსებული მიდგომების დახვეწა.