პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე პროკურატურა მეზობელი ქვეყნებიდან 20-ზე მეტი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაზე ელოდება პასუხს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შოთაძემ განაცხადა, რომ საუბარია მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა მათი დასახელებისგან გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე თავი შეიკავა.