მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადღობელაშვილის დაკავება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელთა მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას სოციალურად დაუცველები მართავდნენ. ისინი პრემიერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რასთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციაში განცხადების ჩაბარებას გეგმავდნენ. დაცვამ აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რასაც ადგილზე ინციდენტი მოჰყვა.