საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.განკარგულებაში ცესკო განმარტავს, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.