საქართველოში ამერიკიდან დაბრუნდა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი. პირველი კომენტარი ბურჭულაძემ აეროპორტშივე გააკეთა პარტიის სიების დაკომპლექტებასთან და პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ბურჭულაძე უკვე ყოფილ თანაგუნდელს, ხათუნა ლაგაზიძეს პასუხობს.ხათუნა ლაგაზიძემ პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" რამდენიმე დღის წინ დატოვა. მისი განცხადებით, ბურჭულაძემ საარჩევნო სია კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირთა აზრის გათვალისწინებით დააკომპლექტა.