ჰოლივუდის ვარსკვლავი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპეციალურ წარმომადგენელი, ანჯელინა ჯოლი იორდანიაში ლტოლვილთა ბანაკს ეწვია. ანჯელინა ჯოლის განცხადებით, აზრაქის ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები 60 ათასი ადამიანი სხვადასხვა ტრავმებისა და დანაკარგების მიუხედავად თავს იღბლიან ადამიანებად მიიჩნევენ. ჯოლის თქმით, დევნილების მიმართ გაწეული ჰუმანიტარული დახმარება მისასალმებელია, მაგრამ ამ ადამიანებს ის უფრო აინტერესებთ თუ როდის შეძლებენ სახლში დაბრუნებას. საქვეყნოდ ცნობილმა მსახიობმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ სირიის კონფლიქტის გამომწვევი მთავარი მიზეზები ძირფესვიანად უნდა აღმოიფრხვას.