პოლიციელმა თავში ძლიერად დამარტყა, რის გამოც ინერციით გადავწექი მეორე სავარძლისკენ და ამ დროს ვიგრძენი, რომ მაისურს მიღმა იარაღი ჩამიდეს, - ამის შესახებ ორი დღის წინ დაკავებულმა სპორტსმენმა მინდია ოჯახიშვილმა ხელვაჩაურის სასამართლოს სხდომის დროს მოსამართლეს განუცხადა.მისი თქმით, პოლიციას არ განუმარტავს, რისთვის აკავებდნენ. ოჯახიშვილი სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც ადანაშაულებს.