საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის, ასევე მიულოცა დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დღის წესრიგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხება.