საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეო ფეხბურთელს შსს-ს მიერ დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად აქვს ჩაწერილი. როგორც "პალიტრანიუსს" ფეხბურთელმა განუცხადა, ნოდარ ნიშნიანიძე მისი ოჯახის წევრია და იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცველების მხრიდან მუდმივად ელოდა დაკავებას, ვიდეომიმართვა მასთან ერთადაც ჩაწერა, სადაც ის უარყოფს, რომ მას რაიმე ტიპის იარაღი ქონდეს სახლში.