იარაღის უკანონო შენახვისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ადვოკატი ბრალდებულების უდანაშაულობაზე საუბრობს და სხდომაზე მათი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლების ან უკიდურეს შემთხვევაში, გირაოს შეფარდების საკითხს დააყენებს.სხდომა საქალაქო სასამართლოში აქციის ფონზე ჩაივლის. დაკავებულთა ახლობლები შეკრებას დილიდან გეგმავენ. ისინი სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებაზე საუბრობენ და სასამართლოსგან სამართლიან განაჩენს ელოდებიან.