ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ვაკეში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ვიცე-პრემიერის თქმით, ფაქტი, რაც მოხდა ძალიან მძიმეა.შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი გუშინ დააკავა.