„პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე კოლეგა ლექტორებთან ერთად თბილისის მერიასთან ლექციების ჩატარებას იწყებს. როგორც ფერაძემ განაცხადა, მერიის წინ გამწვანებისა და ეკოლოგიის შესახებ პერმანენტული აქციები გაიმართება, სადაც ის მოიყვანს თავის სტუდენტებს. მერიასთან მივლენ სხვადასხვა ლექტორები და ისინიც გამართავენ ლექციებს.