სასამართლომ „პარტიზან მებაღეებს“ მერიასთან კარვის გაშლის უფლება მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიის გადაწყვეტილება, არ მიეცათ პარტიზანი მებაღეებისათვისსაშუალება გაეშალათ კარვები მუნიციპალიტეტის შენობასთან, უკანონოდ ცნო. მოსამართლემ დააკმაყოფილა პარტიზანი მებაღეებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არ გაითვალისწინა თბილისის მერიის იურისტების პოზიცია.