საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს და იტალიაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებსაც აქვეყნებს.