ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურს ოჯახის წევრები და ადვოკატი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ადვოკატ მაია ჭრელაშვილის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი და კიდევ ორი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევრები იყვნენ. რაც შეეხება ბექაურის დეიდას, ის ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს. მზიანა სუბელიანმა და მაია ჭრელაშვილმა ბექაურის დაზიანებებთან დაკავშირებითაც განსხვავებული კომენტარი გააკეთეს. სუბელიანის თქმით, ბრალდებული სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას უარყოფს. ადვოკატი კი აღნიშნავს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ცალსახად კონდახი აქვს მოხვედრილი. დღეს ბექაურის დეიდამ ჟურნალისტებთან პირად საუბარში ისიც აღნიშნა, რომ არ იცის ადვოკატი ვინ დაიქირავა.