საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნათესავია, "დეზინფორმაციას" უწოდებს.როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საპატრულო პოლიციის დაკავებულ თანამშრომელსა და ლევან იზორიას შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს და აქვთ საფუძვლიანი ეჭვი ივარაუდონ, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიმართულია თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციისკენ.