ნინო ბურჯანაძეს საპატიებელი არც თქვენგან და არც არავისგან არაფერი აქვს, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში". როგორც მან აღნიშნა, ბურჯანაძე არასოდეს ყოფილა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. როგორც ბარამიძემ განაცხადა, მსოფლიოში ყველა დიდი პოლიტიკოსის მისამართით არსებობს კითხვები.