ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე, უნგრეთის პარლამენტიდან დაახლოებით 300 მეტრში, 60 წყვილი ძველმოდური რკინის ფეხსაცმელებისგან შექმნილი მონუმენტია განლაგებული. ექსპოზიციის უკან 40 მეტრიანი ქვის სკამი დგას უნგრულ, ინგლისურ და ებრაულ ენებზე წარწერით: " ფაშისტური პარტია "ჯვარედინი ისრების" მოხალისეების მიერ დახვრეტილ მსხვერპლთა პატივსაცემად."მონუმენტი სახელწოდებით " ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე" 1944-45 წლებში დახვრეტილი უნგრელი ებრაელების მემორიალია..