გიგა ლემონჯავა - მიშა არ უდრის ბიძინას - არასწორია ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს ორი ერთმანეთს გაუთანაბრო - Palitra News

გიგა ლემონჯავა - მიშა არ უდრის ბიძინას - არასწორია ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს ორი ერთმანეთს გაუთანაბრო

2026-11-29 15:30:02+04:00

პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთს გათანაბრების ნებისმიერი მცდელობა არასწორია.

ლემონჯავას თქმით, ამ შემთხვევაში სიმპათია-ანტიპათიის საკითხი არ დგას, არამედ საუბარია ფაქტობრივ გარემოებებზე, ლემონჯავა თვლის, რომ პირველი განსხვავება მათ პოლიტიკურ კურსშია, მეორე კი ის არის, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„გუშინდელი დღის მნიშვნელობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ რადგან ძალიან სამწუხაროდ, ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქციაზე გამოყენებული ბანერების შინაარსი იქცა, მინდა, ძალიან მკაფიოდ და გაჭრილად ვთქვა, რომ მიშა არ უდრის ბიძინას. ეს შინაარსი ჩემთვის მიუღებელია და ფაქტობრივად არასწორია.

არასწორია ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს ორი ერთმანეთს გაუთანაბრო. აქ სიმპათია-ანტიპათიის საკითხი არ დგას, უბრალოდ ორი ფაქტობრივი გარემოებაა:

ივანიშვილისგანგანსხვავებითმიხეილსააკაშვილიარიყორუსი. მისიმთავრობაგამოკვეთილადპროდასავლურიიყო;ივანიშვილისგანგანსხვავებითმიხეილსააკაშვილიპოლიტიკურიპატიმარია.აქ მთავრდება ჩემთვის ეს საკითხი”, - წერს ლემონჯავა.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს "გამიზნული პროვოკაცია" უწოდეს და „ოპოზიციის ალიანსისგან“ მოითხოვეს, ღიად დააფიქსირონ პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.