საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა - მუხროვანში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა - მუხროვანში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

2026-11-28 15:30:43+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა. საზეიმო ღონისძიება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სარდლობის იუბილე მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროებს სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სარდლობის იუბილესთან დაკავშირებით, პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი შტაბის შენობა დაათვალიერეს, ასევე შესრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.