ბევრი მადლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და ქალაქ ბათუმს მათი სამაგალითო სტუმართმოყვარეობისთვის და ჩვენი გულშემატკივრების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამის შესახებ განცხადებას ისრაელური საფეხბურთო კლუბი “ჰაპოელ ბეერ-შევა” 26 ნოემბერს, ბათუმში “ბეშიქთაშთან” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავრცელებს.
“მადლობა.
გვსურს ჩვენი მადლიერება და დაფასება გამოვხატოთ მათდამი, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა - ისევე, როგორც ჩენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე - და გასულ ღამეს ჩართულნი იყვნენ იმაში, რომ ყველა უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო.
ბევრი მადლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და ქალაქ ბათუმს მათი სამაგალითო სტუმართმოყვარეობისთვის და ჩვენი გულშემატკივრების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზოარეცს, და ბეერ-შევას მერს, რუბიკ დალინოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კონტაქტში იყვნენ. მადლობა [ისრაელის] საგარეო საქმეთა სამინისტროს და მრავალ ადგილობრივ და ისრაელელ სამართალდამცავ პერსონალს, რომლებიც ღამის განმავლობაში გვეხმარებოდნენ და უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ყოველი გულშემატკივარი უსაფრთხოდ მისულიყო საცხოვრებელ ადგილამდე,” - ნათქვამია განცხადებაში.