UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოძიებს - Palitra News

UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოძიებს

2026-11-27 19:23:52+04:00

UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოძიებს. ამის შესახებ განცხადებას UEFA ავრცელებს.

განცხადების თანახმად, UEFA-მ უკვე დანიშნა ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები 26 ნოემბერს ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას”, და “მარსელსა” და “ლევსკი სოფიას” მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამოსაძიებლად.

“UEFA მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს, მათ შორის გულშემატკივრების ჩართულობით შეტაკებებს სტადიონზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

UEFA აღნიშნავს, რომ „ძალადობას, აგრესიას, სიძულვილსა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ ან ექსტრემისტულ საქციელს ადგილი არ აქვს ფეხბურთში“.

„ UEFA-ს შეჯიბრებები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, პატიოსნებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ზემოთ ხსენებულ მატჩებში მომხდარი მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს და UEFA-ს სტატუტში ასახულ მიზანს, რომ საფეხბურთო მატჩები ტარდებოდეს მშვიდობის, ორმხრივი პატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით,” - ნათქვამია განცხადებაში.