ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს თურქი გულშემატკივრები გუშინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. დაშავებულია 3 სამართალდამცავი, ხოლო 16 პირი დაკავებული. თურქეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს უკვე ესაუბრნენ.