გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეების მიერ ნაპოვნი ფრინველები გადაარჩინეს და გამოჯანმრთელების შემდეგ ველურ ბუნებაში დააბრუნეს - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეების მიერ ნაპოვნი ფრინველები გადაარჩინეს და გამოჯანმრთელების შემდეგ ველურ ბუნებაში დააბრუნეს

2026-11-27 09:22:20+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეების მიერ ნაპოვნი ფრინველები გადაარჩინეს და გამოჯანმრთელების შემდეგ ველურ ბუნებაში დააბრუნეს. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბუ მოქალაქეებმა რუსთავში, წითელი ნუსხის 3 ბუხრინწა კი თერჯოლის მუნიციპალიტეტში იპოვეს. დეპარტამენტის ეკიპაჟებმა ფრინველები თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიაბარეს, სადაც მათ ვეტერინალური დახმარება გაუწიეს. გამოჯანმრთელებული ფრინველები დეპარტამენტის თანამშრომლებმა კოჯრის მიმდებარედ, ტყეში გაუშვეს.