ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს თურქი გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო შეხვედრა დროებით შეწყდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა, ხოლო 16 პირი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, გულშემატკივრები აგრესიულად იქცეოდნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგანს, აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნებს. უწყება უარყოფს, რომ ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერ დროშებსა და ბანერებს უკავშირდებოდა. მომხდარს თურქეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა.