თურქეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ესაუბრნენ. წყაროების ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებიან და "ყველა ზომას იღებენ თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი უფლებების დასაცავად". ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას თურქეთში პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა. თურქეთის სპორტის მინისტრმა და პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა ქართველი სამართალდამცველების მოქმედებები არაპროპორციულად შეაფასეს და დაგმეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგასთან საუბრისას განმარტა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.