რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია - როგორც აღმოჩნდა, ქართული მხარე მინსკში გამართული შეხვედრით უკმაყოფილოა. ქართველი დიპლომატის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, მოსკოვი 7 ქართული კომპანიისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს, მეტიც, კრემლი შეზღუდვების გაფართოებასაც გეგმავს.