ზალიკო ბერგერი ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს - Palitra News

ზალიკო ბერგერი ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს

2026-11-25 21:17:57+04:00

დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს.

ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, სხდომას არ დასწრებიან არც ზალიკო ბერგერი და არც ია ფარულავა.