28 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პროევროპულ განწყობებს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ - Palitra News

28 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პროევროპულ განწყობებს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ

2026-11-25 21:00:43+04:00

სისტემური დანაშაულია, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში წერს. ღარიბაშვილის თქმით ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული. ექსპრემიერი ვრცელ წერლში საუბრობს მის მიმართ ბრალდებაზე და ამბობს, რომ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შეგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს მის მიმართ პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს.