საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

2026-11-25 12:38:21+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2024 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში აფორმებდნენ, რათა საბაჟო გადასახადებისთვის თავი აერიდებინათ. მანქანებს კანონით დადგენილ ვადაში საქართველო არ დაუტოვებიათ, გადასახადები კი არ გადახდილა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 76 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.