ანატოლი გიგაურმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა - Palitra News

ანატოლი გიგაურმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

2026-11-24 11:21:15+04:00

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მსჯავრდებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

გიგაურს სასჯელის ვადა დღეს ამოეწურა. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

გიგაურს თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას აღნიშნული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.