საქართველოში სუროგაცია იკრძალება - Palitra News

საქართველოში სუროგაცია იკრძალება

2026-11-23 09:41:18+04:00

საქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საკითხზე პარლამენტს აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკებია. რაც შეეხება ე.წ „ინვიტრო“ განაყოფიერებას - კირცხალიას თქმით, ეს საკითხი მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება. ინიციატივას ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აკრძალვა უამრავ ადამიანს მშობლის უფლებას ართმევს.