მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი გიორგი ოკმელაშვილია. გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც. გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ანრი კვარაცხელიას კი გდდ-ის თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას.