ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრის ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ორი ტანკერი დაზიანდა.
როგორც ცნობილია, ტანკერებს დაუდგენელი ჭურვები მოხვდათ.
UKMTO-ს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.