ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - Palitra News

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

2026-11-21 12:17:41+04:00

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 1 ქალი დაშავდა, რომელმაც დაზიანება ხელის არეში მიიღო.

მათივე ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

ფოტო: Ruska mchedlidze