ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მოინახულეს. სარჯველაძის განცხადებით, ბავშვებს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ, ექიმები კი 31 წლის მამაკაცის გადარჩენას ცდილობენ.