ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პაციენტიდან ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 31 წლის მამაკაცის კი კვლავ მძიმეა. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონა მკურნალობენ. კლინიკის დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, მათი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგებიც ჩაერთნენ. რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ინტენსიური მკურნალობის ფონზე სტაბილურობას ინარჩუნებს.