დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 31 წლის მამაკაცი ინტენსიური მკურნალობის ფონზე, სტაბილურობას ინარჩუნებს.
„უცვლელია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმძიმესია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ინტენსიური მკურნალობის ფონზე, ინარჩუნებს სტაბილურობას”,- აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.