ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს.
შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.
„ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.