ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი - მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - Palitra News

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი - მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

2026-11-19 21:42:22+04:00

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. ამ ეტაპისთვის მაშველებმა ჯამში 5 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ახლა მაშველები ნანგრევებში 1 პირს ეძებენ.

რამდენიმე საათის წინ კი ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.