ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. არსებული ცნობებით, ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენ, მათ შორის, 3 არასრულწლოვანია. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.